Logo

ირაკლი ჩომახაშვილი - სასამართლოს სურს, დამალოს სიმართლე და არ გაიგონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა

სამართალი
346
Frontnews image description

ეუთო/ოდირის დასკვნის გაუთვალისწინებლობა პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სურს, დამალოს რეალობა, რა ხდება კონკრეტულ სასამართლო დარბაზში, - ამის შესახებ დაკავებული აქტივისტების ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ეწევიან პროპაგანდას, რომ დაკავებული აქტივისტები დამნაშავეები არიან.

"ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და მათი დასკვნა არის ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი. ჩვენ მათ მიმართ გვაქვს ნდობა და მათი სურვილი, რომ დაესწრონ სასამართლო სხდომას ამის გაუთვალისწინებლობა პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სურს, დამალოს რეალობა - რა ხდება კონკრეტულ სასამართლო დარბაზში. სწორედ ეს იყო მიზანი მათ შორის შენობაში მედიის აკრძალვის.

საზოგადოებაში ეწევიან პროპაგანდას, რომ ესენი არიან დამნაშავეები, სინამდვილეში, გავიდა 7 თვე და არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ უთქვამს, რომ ამ ადამიანებმა დამარტყეს და იძალადესო. შესაბამისად, ერთობლიობაში, აჩენს იმის გონივრულ ეჭვს, რომ სასამართლოს სურს, დამალოს სიმართლე და არ გაიგონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა. 

Advertisement