Logo

ირაკლი ჩომახაშვილი - წარმოუდგენელია, რომ რაღაც დანაშაულის ფაქტი ყოფილიყო, გამოვრიცხავ ამას

სამართალი
435
Frontnews image description

ჩვენთვის, ისევე როგორც გელასთვის, წარმოუდგენელია, რომ რაღაც დანაშაულის ფაქტი ყოფილიყო. გამოვრიცხავ ამას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის გელა ხასაიას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გელა ხასაიას მიერ დანაშაულის ჩადენა არის სიცრუე.

"ჩვენთვის, ისევე როგორც გელასთვის, წარმოუდგენელია, რომ რაღაც დანაშაულის ფაქტი ყოფილიყო. გამოვრიცხავ ამას. გავესაუბრები გელას და ამის შემდეგ უფრო ზუსტად განვმარტავ. 

რაც შსს-მ გამოაქვეყნა, აქედან გამომდინარე ვიხსენებთ ჩვენ გარემოებებს, დაველოდებით მასალის გადმოცემას, თუმცა ვამბობ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რა ძალადობა და რა დანაშაულის ჩადენა, ჩემთვის ეს გამორიცხულია. ამიტომ, ჩვენ შევალთ და დავაზუსტებთ ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა. 

შსს-ს ინფორმაციით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია წუხელ ღამით დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მათ მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და შემდეგ მიმალვა ედებათ ბრალად. დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement