ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ 2700 ლარით დააჯარიმა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ეძგვერაძე 2700 ლარით დააჯარიმა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე მუხლის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ედავებოდნენ.
დღევანდელ სასამართლოზე მოსამართლემ 4 პოლიციელი დაკითხა. პროცესის მსვლელობისას თავად ირაკლი ეძგვერაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა.
“ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 4 სექტემბერს დააკავა. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ.
თაგები:
ირაკლი ეძგვერაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს