ირაკლი ღარიბაშვილი – 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში


ავტორი
Front News საქართველო
630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ზურაბ აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა.
“დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვაქვს. 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში. ჯამში ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელთაც გადაეცემათ და დაუკანონდებათ სახელმწიფო ქონებები. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – “ჯარის ქალაქი” დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ბინებს

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მასშტაბურია

ირაკლი ღარიბაშვილი – დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ ფართები, საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს