
ავტორი
Front News საქართველო
გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაეროსა და საქართველოს შორის.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის. ვაფასებთ გაეროს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს