ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების გადადების მოთხოვნა შედის გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნების გადადების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, შედის გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ საერთო პროვოკაციაში ყველა გაერთიანებულია.
“იციან, რომ მარცხდებიან. აზრი ეკარგება ბევრს, მათ შორის გახარიას პარტიას უბრალოდ აზრი დაეკარგა და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის ყველაზე მთავარი დესტრუქციული, რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ ინტერესებში შედის არჩევნების გადადება, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება. არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს

ირაკლი ღარიბაშვილი – რა თქმა უნდა, არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს