ირაკლი ღარიბაშვილი – აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული


ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ სთხოვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა და აიცრან.
“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც არ არსებობს უბრალოდ, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება და რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა