
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ასე გაგრძელდება და მინდა ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ, კონსოლიდაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერი უნდა იყოს შეკრული, ერთიანი და ძლიერი, მტკიცედ უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მსახურება.
“მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს ჩვენს წინაშე ძალიან რთული გამოწვევები არსებობს, რეგიონში მოგეხსენებათ უპრეცედენტო მასშტაბის ომი მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ასე გაგრძელდება და მინდა ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ და კონსოლიდაციისკენ. ჩვენი ერი უნდა იყოს შეკრული, ერთიანი და ძლიერი, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს