
ავტორი
Front News საქართველო
უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება, ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რთული ვითარებაა მსოფლიოში, გამოსავალი არ ჩანს და არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი.
“კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, კარგად გვესმის, რომ საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა. ვიმყოფებოდი მიუნხენში, მოგეხსენებათ. ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ, გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს