ირაკლი ღარიბაშვილი – მქონდა წარმატებული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ინიციატივით, ორმხრივი უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა წლის ბოლოს გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ბუნებრივია, ძალიან დიდ ყურადღებას ვითმობთ თურქეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი, რომელიც გააქტიურდება.
“მე მქონდა წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ინიციატივით, აღნიშნული უმაღლესი დონის სტრატეგიული შეხვედრა წელსვე, წლის ბოლოს გაიმართება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა