
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, ასე, რომ დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარი თავადაც გააკეთა.
“მე გავაკეთე კომენტარი, პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად იყო გაწერილი და პასუხი გავეცით ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, ასე რომ, დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს