
ავტორი
Front News საქართველო
ძვირფასო თანამემამულენო, გულითადად გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს.
“ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უძველესი კულტურა და ისინი განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. სწორედ ამიტომ, ყოველ შობას ჩვენ განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს