Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – რთული პროცესებია რეგიონში, ასეთ დროს მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში

პოლიტიკა
1460
Frontnews image description

რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მეც და მთავრობის თითოეულ წევრს მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი ასეთ დროს უნდა ყოფილიყო და იყოს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

“რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს, ძალიან მარტივი პასუხი არსებობს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი არის ვალდებული საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა გასცემს თანხმობას, ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს. 

 

მე არც მაშინ, არც ახლა, მაშინ როცა ასეთი რთული პროცესი მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა, მთავრობას, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში.

 

ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორციელებს საქართველოს მთავრობა.

 

შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები