ირაკლი ღარიბაშვილი – სამშობლოსათვის არჩილ ტატუნაშვილის თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩვენი დროის გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
“სამშობლოსათვის მისი თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი“, – წერს ღარიბაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს 4 წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რამდენიმე დღეში ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ნაწამები ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს