ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროა, რომ პირდაპირ იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტისგან მიღებულ ყველა ოფიციალურ მიმართვას ხელი მოაწერა და ყველა მისი თხოვნა დააკმაყოფილაა.
“მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად წესების და ნორმების დაცვის.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა, შემდეგი რამ განვუმარტო მოსახლეობას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალური მომართვა, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა, მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეის მდგომარეობით, არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესებისა და კანონების მიხედვით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს? არ ვიცი ის რას ამბობს, მე გეუბნებით მტკიცებულებით. არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა ყველა დავუკმაყოფილეთ.
სამწუხაროა ის, რომ საერთოდ პირდაპირ იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ იგი გარკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გვესმოდა მოწოდებები პირდაპირ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის დრო, ამ რეჟიმის დამხობის, შეცვლის და ა.შ

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროა, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან