ირაკლი ღარიბაშვილი – თითოეულ მუნიციპალიტეტში, ჩვენი გეგმის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი

ავტორი
Front News საქართველო
პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის, ვინაიდან, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, თუ სხვა, საჭიროებს პროფესიულ, განათლებულ, კვალიფიციურ მუშახელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროფესიული სასწავლებელი თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება.
“რა თქმა უნდა, განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ და ჩავდოთ ინვესტიციები განათლებაში. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ ამ ეკონომიკური სიდუხჭირის, აქედან მომდინარეობს, აქედან იღებს სათავეს, ვინაიდან, განათლებული ადამიანი უფრო მეტად შეძლებს, უფრო მეტად ორგანიზებულია და უფრო მეტი ცოდნა აქვს, როგორ განავითაროს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი და ა.შ. როგორ კარგად მოემსახუროს ჩვენს მოქალაქეებს. პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის, ვინაიდან, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, თუ სხვა, საჭიროებს პროფესიულ, განათლებულ, კვალიფიციურ მუშახელს. ამიტომ, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ჩვენი გეგმის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი, სადაც ჩვენ მოვიყვანთ მაღალკვალიფიციურ, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილზე გადაამზადებენ ჩვენს მოქალაქეებს, ასწავლიან, დაატრენინგებენ და შემდგომ ისინი გადასცემენ ცოდნას და კვალიფიკაციას ჩვენს მოსახლეობას. მთლიანობაში, მეგობრებო, ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


