
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან რთული ვითარებაა, დღეს მთელი მსოფლიოა ჩართული უკრაინის ომში, რუსეთი და დასავლეთი, ძალიან დიდი დაპირისპირების წინაშე დგას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, რეალურად დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა.
“მე ასევე მინდა, ამ ბავშვების მშობლებს მივმართო, ყველას. ძალიან რთული ვითარებაა, დღეს მთელი მსოფლიოა ჩართული უკრაინის ომში, რუსეთი და დასავლეთი, ძალიან დიდი დაპირისპირების წინაშე დგას და რეალურად დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა. ამ დროს ჩვენ, პატარა ქვეყანა, 4 მილიონიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით, ჩვენი ერი და ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები. ან მაგალითად, მითხრეს, მომივიდა ცნობები, რომ რამდენიმე ათეული უკრაინაში მებრძოლი დაბრუნდა საქართველოში. რა უნდა გააკეთონ, რა ილუზია აქვთ საერთოდ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს