
ავტორი
Front News საქართველო
ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება.
“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა. ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების და კიდევ ერთხელ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, გამარჯვებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ბოლო პერიოდში ჩვენ არა ერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით, ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბში. ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს