
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ ახსენეთ ევროინტეგრაცია და მე ვისურვებდი, ის მინიმალური სტანდარტი რაც არის ევროკავშირში, სადაც ჟურნალისტები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, მათ შორის რესპონდენტის უფლებებს იცავენ და არ გადადიან შეტევაზე, ეს სტანდარტი ჩვენთანაც დამკვიდრდეს ეტაპობრივად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დააკმაყოფილონ.
“ჟურნალისტებმა ერთმანეთს, კოლეგებს პატივი უნდა სცეთ, როცა კითხვებს სვამთ, უნდა დაელოდოთ რესპონდენტის პასუხს და ამის შემდეგ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები, ეს არის სტანდარტი, მინიმალური, ევროპული, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს