ირაკლი ღარიბაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარედგინა 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღება.
მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს - 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




