Logo

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პოლიტიკა
483
Frontnews
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე.

 

საბჭოს წევრებმა სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს ქვეყანაში პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე; აღინიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და  ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები