Logo

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელი კოლეგა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

პოლიტიკა
1025
Frontnews image description

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველო დატოვა. პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა. 

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის  შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმის ახალ ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები