
ავტორი
Front News საქართველო
ვიცით, რომ აშშ მაქსიმალურად ცდილობს, ირანთან პირდაპირ თუ ირიბად რაც შეიძლება, იყოს დაკავშირებული, სანქციებისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს, მაგრამ, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებიდან ირკვევა, სანქცირებულ ორგანიზაციას შესაბამისი ლიცენზირება არასდროს გაუვლია და საქართველოში საქმიანობის უფლება არ მიუღია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას საქართველოს ეროვნული ბანკის ან საქართველოს გავლით არანაირი ტრანზაქციები არ უწარმოებია.
„ირკვევა ისიც, რომ ეს ორგანიზაცია უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც საჯარო რეესტრშიც აღარ იძებნება, გაუქმებულია. ზოგადად, ერთი რამეა, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთლიანად საქართველო სანქციების, ფულის გათეთრების, ტერორიზმთან და სხვა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, არის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული. ამ კუთხით, ეს დასანქცირებული ორგანიზაცია საქართველოსათვის რაიმე პირდაპირ ბმას ან კავშირს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია დაასანქცირა. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, "აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს“.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს