ირაკლი კირცხალია - აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კანადაში უცხოური გავლენის რეგისტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
"ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს. თურმე კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი თურმე ქვეყნის ღალატია, ამ აგენტურის რიტორიკით. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა და უსტანდარტოების, როგორითაც ისინი გვიდგებიან. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს დემოკრატიის მანტიაში გახვეული მოქმედებს საუკეთესო საბჭოური გამოცდილებით“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




