ირაკლი კირცხალია - ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება. გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება. აგენტი მელაპარაკება პოლიტიკური პარტიის სახელით თავისი ენჯეოს მიერ დაფინანსებული თავისი რაღაც სექტის ტელევიზიით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შეწყალებასა და მათი ოჯახების რეაქციაზე.
„ჩვენი მიდგომა 2012 წლიდან არის ჰუმანურობა, თუ გაიაზრებ, მიხვდები, აღიარებ სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ შენ დააშავე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად და ითხოვ პატიებას და შეწყალებას, აუცილებლად მოგეცემა.
არიან ოჯახები, სადაც შვილი ტოვებს მამას ციხეში, ან მამა და დედა ტოვებენ შვილს ციხეში. წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობს ის ადამიანი, რომელიც ციხეში ზის. ბევრი მათგანი ის ხალხია, რომელიც ამ უსამშობლო აგენტურამ შეატოვა ამ უსაფუძვლო, მოტყუებულ სცენარში და ვითომ რევოლუციურ სცენარში, რასაც აწყობდნენ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




