Logo

ირაკლი კირცხალია - დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია სახალხო დიპლომატია

პოლიტიკა
37
Frontnews
ირაკლი კირცხალია - დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია სახალხო დიპლომატია

დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

"ეს არის ძალიან მთავარი, ძალიან მარტივ და ძალიან მნიშვნელოვან პრინციპზე აგებული, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმები, ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია.

როდესაც პლენარული სხდომა გაიხსნა, ჩემს სიტყვაში სწორედ ამ პოლიტიკას გავუსვი ხაზი და კიდევ ერთხელ შევახსენე აგენტურას, მათ პატრონებს თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა და სად დგას ქართველი ერი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას. თუ რას ნიშნავს მშვიდობით დეოკუპაცია და თუ რას ნიშნავს ურთიერთობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, როდესაც აფხაზ და ოს და-ძმებზეა საუბარი“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები