Logo

ირაკლი კირცხალია - ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა

პოლიტიკა
95
Frontnews
ირაკლი კირცხალია - ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა

აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა, - ასე ახასიათებს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

როგორც ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, თითოეული მათგანი ერთი აგენტურული წრეა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი თავდასხმებისგან ქვეყნის დაცვისკენ იყო მიმართული.

"ეს არის აგენტურა. ამათ დაირქვეს პარტია... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ნაცარი გვაყარეს თვალში და ბევრი ტყუილი იკადრეს.

ერთ-ერთი ყველაზე ბინძური სცენარი, რომ მოეტყუებინათ საზოგადოება და შეეყვანათ შეცდომაში, არის ის, რომ სხვადასხვა ფერებითა და ნომრებით, ერთმანეთის უნიჭო, გულის ამრევი ბულინგი აყურებინეს და აყურებინებენ საზოგადოებას, თუ ვინ როგორ ლანძღავს, ვინ როგორი სიტყვით შეაგინებს ერთმანეთს, რათა საზოგადოებას ოდნავ მაინც დააჯერონ, რომ ესენი სხვადასხვა პარტიები არიან.

ეს ხომ ერთი სცენარის ნაწილია, აგენტურაა. დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაში გყავს აგენტურა, რომელიც აბინძურებს პოლიტიკურ ველს, თავის თავს პოლიტიკოსს ეძახის. კიდევ არის შანსი, რომ რაღაც დაფინანსება მიიღოს სხვადასხვა გზით და ამას ღიად ვხედავთ, ამას არ სჭირდება ზედმეტი დაკვირვება და საიდუმლო მასალები, პირდაპირ ეთერში გვესაუბრებიან. თავადაც ღია წყაროთი ესაუბრებიან, ალბათ იქაც იზღვევენ თავს, რომ ყველა დონის აგენტს მიუვიდეს ის ინფორმაცია, რასაც მთავარი დამფინანსებელი ეტყვის სხვადასხვა ქვეყნიდან და ორგანიზაციიდან.

ყველა ჩვენი ნაბიჯი, მათ შორის, ის საკანონმდებლო პაკეტები, რაც მივიღეთ და ის კანონმდებლობა, რომელიც შევიმუშავეთ - ანტი LGBT, ჩვენი ბავშვების მომავლის დაცვა, გამჭვირვალობის კანონი, შემდეგ - FARA ერთი ერთში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და ა.შ. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ამ თავდასხმებისგან ჩვენი პატარა ქვეყანა დაგვეცვა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები