Logo

ირაკლი კირცხალია - პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

პოლიტიკა
427
Frontnews
ირაკლი კირცხალია - პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

"შემაშფოთებელი და ამაზრზენია, როდესაც ამ სიცრუეს ისმენ წამების, გაუპატიურებისა და ყველანაირი ღირსების ამყრელი მოქმედების ავტორებისგან. ​არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ე.წ. პარტიები ცდილობენ ასეთი სისულელეებით რეპუტაცია შეულახონ პენიტენციურ სისტემას, რომელიც, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.

დღეს პენიტენციურ სისტემას უტევს ის ხალხი, რომლებსაც 10-კაციან საკნებში 70-80 კაცი ჰყავდათ, რომლებიც პატიმრებს გვამებს აბამდნენ. უტევენ იმას, სადაც რეალურად არის ჯანსაღი სიტუაცია და სადაც არის მაღალი სტანდარტები“, - განაცხადა კირცხალიამ.

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 36 გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. პატიმრის თქმით, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებებს სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები