Logo

ირაკლი კირცხალია - ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

საზოგადოება
290
Frontnews
ირაკლი კირცხალია - ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"უმძიმესია ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მთელი საქართველო შეძრა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ უდიდესი მწუხარების დროს მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები და მისცეს მათ ოჯახებს გამძლეობა.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს კირცხალია.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.

2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები