ირაკლი კირცხალია - სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა აქ რევოლუციურ სცენარებში

ავტორი
Frontnews საქართველო
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი სერბეთის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
"სხვა არჩევნებიც გავიხსენოთ ქვეყნის გარეთ. სასოწარკვეთილებას რომ სახე ჰქონდეს, სასოწარკვეთილების სახე არის თითოეული ეს ჟივილ-ხივილი, რაც ქვეყნის გარეთ ნებისმიერ მოვლენას [მოჰყვება ხოლმე]. რას ზეიმობენ?! სერბეთში დემოკრატიული პროცესი წარიმართა, ერთი ძალა დამარცხდა, მეორემ გაიმარჯვა. ამას ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა კირცხალიამ.
25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადადგა, გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავდა. სერბეთის ცესკოს მონაცემებით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ ხმათა 52.33% მიიღო, „ალექსანდარ ვუჩიჩი – გაერთიანებულმა სერბეთმა“ კი – 39.44%
თაგები:
ირაკლი კირცხალია




