Logo

ირაკლი კობახიძე - 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში

პოლიტიკა
214
Frontnews
ირაკლი კობახიძე - 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში

ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა.

"90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში,  2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება“, -  განაცხადა კობახიძემ.
 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები