ირაკლი კობახიძე - 2012 წლამდე ეკონომიკური კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა

ავტორი
Frontnews საქართველო
ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე.
"ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა. ხშირად ამართლებდნენ ხოლმე ეკონომიკური ინტერესებით, მათ შორის ბიზნესის რეკეტს, წარმოიდგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე. მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე. 27% იყო უმუშევრობა, დაახლოებით 2-ჯერ მეტი დღევანდელზე. საშუალო ხელფასი იყო 712.5 ლარი. ეს იყო საშუალო ხელფასი 2012 წლისთვის. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი. წარმოიდგინეთ, თან ადამიანის უფლებების, ღირსების შელახვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობა და ამას ემატება ასევე უმძიმესი ვითარება ეკონომიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




