Logo

ირაკლი კობახიძე - 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი

პოლიტიკა
113
Frontnews
ირაკლი კობახიძე - 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი

გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა.

"რაც შეეხება გულწრფელ ადამიანებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანი, შეიძლება უმრავლესობაც იმ აქციაზე და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იყო გულწრფელი, ვინც გამოვიდა 28 ნოემბერს. იგივე ეხება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონსაც. იქაც რეალურად, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც გამოვიდა აქციებზე, დარწმუნებული ვარ, რომ იყო გულწრფელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომაში არ იყვნენ ეს ადამიანები შეყვანილი. კიდევ ერთხელ, როდესაც აპროტესტებ ასეთ რაღაცას, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებმა უნდა წარადგინონ დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში, აქ ხომ ძალიან მარტივად შეიძლება განვსაჯოთ, რომ არაფერი რუსული ამაში არ შეიძლება იყოს. იქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები და აქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები, ეს არის ჩემი შეფასება. გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები