Logo

ირაკლი კობახიძე - 280 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან

პოლიტიკა
226
Frontnews
ირაკლი კობახიძე - 280 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან

სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლება, სამჯერ არის შემცირებული საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, ახლა, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%.

"როდესაც ვსაუბრობთ სიღარიბის შემცირებაზე და როცა ვამბობთ იმას, რომ შემცირდა 7,1%-მდე, ეს ნიშნავს იმასაც, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან. ეს ყველაფერი ფაქტებით დასტურდება.  ერთი, რომ სტატისტიკაა და შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს სტატისტიკა, მაგრამ მთავარი მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ადამიანები იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში. მილიონი ადამიანი იხდის ამ ფულს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები