ირაკლი კობახიძე - 50%-ზე მეტი „გამჭვირვალობის კანონს“ სწორად იაზრებდა და მხარს უჭერდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩანდა სხვა სურათი - რომ საზოგადოების უმრავლესობა იყო მეორე მხარეს, თუმცა სოციოლოგიური კვლევები ადასტურებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 50%-ზე მეტი „გამჭვირვალობის კანონს“ სწორად იაზრებდა და მხარს უჭერდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად, პლებისციტის, ან რეფერენდუმის შემთხვევაში, ეს კანონი მიიღებდა საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.
"რაც შეეხება საზოგადოების დაკვეთის შესაძლო ფორმალიზებას, იგულისხმება პირდაპირი დემოკრატიის ფორმები - რეფერენდუმი, პლებისციტი. ახსენეთ ასევე „გამჭვირვალობის კანონი“, FARA-ს კანონი. მაშინ, რეალურად, ჩვენ ვატარებდით სოციოლოგიურ კვლევებს, ქუჩაში ჩანდა სხვა სურათი - რომ საზოგადოების უმრავლესობა იყო მეორე მხარეს, თუმცა სოციოლოგიური კვლევები ადასტურებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 50 %-ზე მეტი „გამჭვირვალობის კანონს“ სწორად იაზრებდა და მხარს უჭერდა. ასეთი იყო სოციოლოგიური კვლევების შედეგები. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პლებისციტის, ან რეფერენდუმის შემთხვევაში, ეს კანონი მიიღებდა საზოგადოების, ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერას. თუმცა გახსოვთ, მაშინ როგორ ვითარდებოდა პროცესები, საუბარი ზედმეტი იყო რეფერენდუმსა და პლებისციტზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




