ირაკლი კობახიძე - 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს 2021 წლიდან

ავტორი
Frontnews საქართველო
რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ახერხებს ქვეყანა შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი.
"მთლიანობაში რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული. ზოგადად, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ვახერხებთ შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა და კორუფციის სრულად აღმოფხვრა ეხმარება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




