Logo

ირაკლი კობახიძე - 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა

პოლიტიკა
194
Frontnews
ირაკლი კობახიძე - 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა

საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა.

"საერთაშორისო რეზერვები ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი. წლევანდელი  შვიდი თვის მაჩვენებელი არის 7.9%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ სავალუტო რეზერვები და აქ ხაზი უნდა გაესვას ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან ეფექტიან მუშაობას - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს და მთლიანად ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის, სწორედ ამის შედეგია რეკორდულ ნიშნულზე არსებული სავალუტო რეზერვები“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები