Logo

ირაკლი კობახიძე - ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა 

პოლიტიკა
69
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა 

აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს, რა დროსაც ღრმაწყლოვანი პორტი პირველი გემების მიღებას შეძლებს.

"პირველი ფაზა ჩვენი გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა, რისთვისაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები