ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც ანტალია მეოთხედ მასპინძლობს, თურქეთის პრეზიდენტმა გახსნა. რეჰეფ თაიფ ერდოღანმა მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დიპლომატიის როლზე ისაუბრა. გახსნითი სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში ირაკლი კობახიძემ დღეს მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
ირაკლი კობახიძე ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს