ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩმა ირაკლი კობახიძე გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ოფიციალური მიწვევები გაეროს წყლის კონფერენციაზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართება და მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




