Logo

ირაკლი კობახიძე – არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს

პოლიტიკა
961
Frontnews image description

სტანდარტების მიხედვით, ვინმესთვის ძალით საკვების მიწოდება არ შეიძლება, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა.

 

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ოჯახის მიერ მიწოდებულ საკვებს იღებს.

 

“არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს. პატიმარს არ უნდა „ვივამედის“, პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიერ მიღებულ საკვებს და ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. ამიტომ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები