Logo

ირაკლი კობახიძე - არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები

პოლიტიკა
59
Frontnews
ირაკლი კობახიძე - არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები

ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ხვალვე თუ გადაწყვეტს მოლაპარაკებების გახსნას, საქართველოს მთავრობა მზად არის მოაწეროს ხელი, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი.

"რაც შეეხება მოლაპარაკებებს 30-წლიან პარტნიორებთან, ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და მზად ვართ, რომ ყოველგვარი დახურული საკითხების გარეშე ვისაუბროთ ამ გზამკვლევთან, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები