ირაკლი კობახიძე – არც აქციის, არც ქუჩაში გამოსვლის, არც ქვეყნის გადატრიალების, არაფრის რესურსი არ აქვთ, ვერაფერს მიაღწევენ


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას აქციების, ქუჩაში გამოსვლის, გადატრიალების რესურსი არ აქვს.
ამის შესახებ კობახიძემ მოსალოდნელ აქციებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.
“რა აქცია? არავითარი არც აქციის რესურსი, არც ქუჩაში გამოსვლის რესურსი, არც ქვეყნის გადატრიალების რესურსი, არაფრის რესურსი მათ არ აქვთ. ვერაფერს ვერ მიაღწევენ. დღეს „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს. ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე