ირაკლი კობახიძე - არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა - არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მისი თქმით, 700 მლნ დაიზოგა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც.
"რაც შეეხება პრივატიზაციის პრაქტიკას, სახელმწიფო საწარმოებს, 700 მლნ დაიზოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც. ეს არის ჩემი პირობა. შტატები დიდი ხნის წინ იყო გაბერილი. აქ ერთ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკავშირებთ ამას. ხან იყო ობიექტური, ხან სუბიექტური მიზეზი, ამაშიც არ მინდა შევიდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა - არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. არც ერთი ზედმეტი შტატი, თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სრულად დატვირთული“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


