
ავტორი
Front News საქართველო
ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ტრაგიკული მოვლენა ინგლისის ისტორიიდან გამომდინარე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება გამოთქვას.
“ეს არის უბრალოდ გაუგონარი მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჯონ ლოკისა და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა, ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო”, – განაცხადა კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს