ირაკლი კობახიძე - ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი 9 წლის განმავლობაში

ავტორი
Frontnews საქართველო
"საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, მსგავს კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი საქართველოში, 9 წლის განმავლობაში.
"ის დედაა და შეიძლება ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ასახულია, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის, საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციის შესახებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა.
წარმოიდგინეთ, მე ჩემს ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი 9 წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




