ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




