Logo

ირაკლი კობახიძე - ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას

პოლიტიკა
263
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას

ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

"ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების სრულ გაუფასურებას. ამას ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებენ ახალ წევრებს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები