Logo

ირაკლი კობახიძე ბათუმში "გემოფესტზე” იმყოფებოდა

პოლიტიკა
738
Frontnews
ირაკლი კობახიძე ბათუმში "გემოფესტზე” იმყოფებოდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, "გემოფესტზე” იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერა, რომელიც სამეწარმეო სივრცეებთან ერთად, აგროზონას, ღვინის, კულინარიულ და საბავშვო სივრცეებს აერთიანებს.

ფესტივალში 20-მდე კომპანია  მონაწილეობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.

"გემოფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2022 წლიდან იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები