Logo

ირაკლი კობახიძე - ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი

პოლიტიკა
118
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი

თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

"მნიშვნელობა არ აქვს, ხან ცალ-ცალკე გამოდიან, ხან ერთად, ასეც და ისეც არიან ხოლმე წარუმატებლები. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი: მათ არა აქვთ სწორი პრინციპები და კიდევ უფრო მეტად რომ დავაზუსტო, ისინი არ არიან სინამდვილეში ოპოზიცია. ისინი არიან უცხოური აგენტურა, იმართებიან გარედან. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს, არის გარე ძალები. ხალხთან არც გადიან, ანუ მხოლოდ იმიტაციები აქვთ ხოლმე ძირითადად საარჩევნო პერიოდში, ზოგჯერ სხვა დროსაც. მხოლოდ იმიტაცია აქვთ.

დანარჩენი, თავიდან ბოლომდე, არიან ორიენტირებული არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია და ეს არის ძალიან მძიმე არჩევანი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები